დომენი რომ Web Hoster-ის ჰოსტინგზე გაიხსნას, დომენის რეგისტრატორის პანელში Nameserver-ებად ჩაწერეთ:
- ns1.webhoster.ge
- ns2.webhoster.ge
როგორ შევცვალო
- შედით იმ საიტზე, სადაც დომენი იყიდეთ (მაგალითად nic.ge-ს პარტნიორი, GoDaddy, Namecheap).
- იპოვეთ დომენის პარამეტრებში განყოფილება Nameservers ან DNS.
- არსებული ჩანაწერები შეცვალეთ ზემოთ მოცემული ორით და შეინახეთ.
რამდენ ხანში მუშაობს
ცვლილება ძალაში შედის რამდენიმე საათიდან 24 საათამდე. ამ დროს საიტი ზოგიერთ მოწყობილობაზე შეიძლება ჯერ ძველ ადგილას იხსნებოდეს, ეს ნორმალურია.
თუ დომენი სხვა DNS-ზე უნდა დარჩეს
მაგალითად Cloudflare-ს თუ იყენებთ, Nameserver-ებს ნუ შეცვლით. გახსენით ბილეთი და მოგწერთ A ჩანაწერის IP მისამართს.
დახმარება გჭირდებათ? გახსენით ბილეთი.