რა არის AI ჰოსტინგი?
ჩვეულებრივი Web Hoster-ის ჰოსტინგი, რომელსაც შენი AI ან GitHub რეპო ერთი ღილაკით უკავშირდება. საიტს AI აწყობს და აქვეყნებს, ან GitHub-იდან ყოველ push-ზე ქვეყნდება.
პროგრამირება მჭირდება?
არა. საკმარისია AI-ს აუხსნა, რა გინდა. FTP და cPanel არ გჭირდება. GitHub არ არის აუცილებელი, მაგრამ თუ კოდი იქ გაქვს, ყოველი push-ის შემდეგ საიტი ავტომატურად ქვეყნდება.
რა ინტეგრაციები აქვს?
Cloudflare (DNS, CDN, ქეში და სტატისტიკა), Supabase (ბაზა, რეგისტრაცია და ფაილები) და Resend (წერილები საიტიდან). ყველა ერთი ღილაკით უკავშირდება პანელიდან, გასაღებები საიტს ავტომატურად მიეწოდება და AI მათ თავად იყენებს.
ელფოსტის ყუთები შედის?
AI ჰოსტინგზე საიტის წერილები (ფორმები, შეკვეთები, რეგისტრაცია) Resend-ით იგზავნება, რაც უფრო სანდოა და სპამში არ ხვდება. სამუშაო ყუთისთვის, მაგალითად info@შენი-დომენი, გირჩევთ Google Workspace-ს ან Zoho Mail-ს. თუ ყუთები ჩვენთან გინდა, აირჩიე WordPress ჰოსტინგი.
რომელ AI-ს უჭერთ მხარს?
Claude, ChatGPT, VS Code, Claude Code და Codex. კავშირი ღია სტანდარტით (MCP) ხდება, ამიტომ სხვა ხელსაწყოებიც დაემატება.
ChatGPT მუშაობს?
დიახ, Developer mode-ში კონექტორის მისამართით. ChatGPT-ის ოფიციალურ კატალოგში დამატება მიმდინარეობს, დამტკიცების შემდეგ კავშირი ერთი კლიკით გახდება.
როგორ დავაკავშირო GitHub?
AI პანელში გახსენი GitHub, დააჭირე „GitHub-ის დაკავშირებას“, აირჩიე რეპო და მზად ხარ. ამის შემდეგ ყოველი push საიტს 1 ან 2 წუთში აახლებს.
რამდენი პროექტი შემიძლია ერთ პაკეტში?
სტარტი: 3, პრო: 10, ბიზნესი: 25. პროექტი ნებისმიერი საიტია შენს დომენზე ან ქვედომენზე: HTML, PHP, React ან Vite. მათგან ზოგი შეიძლება იყოს Next.js/Node აპი, რომელიც სერვერზე მუდმივად მუშაობს (SSR, API, ბოტი): სტარტიზე 1, პროზე 2, ბიზნესიზე 5. ახალი პროექტი AI პანელიდან ემატება.
თუ AI-მ საიტი გააფუჭა?
ყოველ ცვლილებამდე ვინახავთ ასლს. პანელში, ცვლილებების ისტორიაში ირჩევ წინა ვერსიას და საიტი ერთ კლიკში ბრუნდება.
რა ღირს?
სტარტი ₾29, პრო ₾49, ბიზნესი ₾99 თვეში. AI კავშირები, GitHub დეპლოი, SSL, ბექაფი და Supabase, Resend, Cloudflare ინტეგრაციები შედის.
WordPress საიტიც მაქვს, რა ვქნა?
WordPress-ისთვის ცალკე გვაქვს WordPress ჰოსტინგი, cPanel-ით და ყუთებით. ორივე სერვისი ერთ Web Hoster ანგარიშში შეიძლება გქონდეს და ერთი პანელიდან მართო.
შემიძლია კავშირის გათიშვა?
დიახ, ნებისმიერ დროს, AI პანელიდან. გათიშვის შემდეგ AI ან GitHub საიტზე ვეღარაფერს შეცვლის.
როგორ დავაკავშირო ჩემი დომენი ჰოსტინგს?
დომენის რეგისტრატორის პანელში Nameserver-ებად მიუთითე ns1.webhoster.ge და ns2.webhoster.ge. ცვლილება ძალაში შედის რამდენიმე საათიდან 24 საათამდე.
შედის თუ არა SSL სერტიფიკატი ფასში?
დიახ. უფასო SSL სერტიფიკატი შედის ყველა პაკეტში და ვრცელდება შენს ყველა საიტზე.
რამდენად ხშირად კეთდება ბექაფი?
ბექაფი კეთდება ყოველდღე, ყველა პაკეტზე, დამატებითი საფასურის გარეშე.
რით განსხვავდება პაკეტები?
პაკეტები განსხვავდება პროექტების რაოდენობით და დისკის მოცულობით. AI კავშირები, GitHub, SSL, ბექაფი და მხარდაჭერა ყველა პაკეტში ერთნაირია.
შემიძლია საიტის გადმოტანა სხვა ჰოსტინგიდან?
დიახ, და ამას ჩვენ გავაკეთებთ უფასოდ. გახსენი ბილეთი ან ნახე უფასო გადმოტანის დეტალები.
როგორ მივიღო ტექნიკური დახმარება?
გახსენი ბილეთი კლიენტის პანელში, დაგვირეკე ნომერზე +995 598 55 44 20 ან მოგვწერე info@webhoster.ge.