საიტს ჩვენ გადმოვიტანთ.
გადმოდით Web Hoster-ზე სხვა ჰოსტინგიდან. გადმოტანას ჩვენი ტექნიკური გუნდი აკეთებს, თქვენი საიტი კი ამ დროს ჩვეულებრივ მუშაობს.
- უფასოდ ნებისმიერ პაკეტზე
- გათიშვის გარეშე
- შემოწმება გაშვებამდე
რას გადმოვიტანთ
ყველაფერს, რაც საიტს და ელფოსტას სჭირდება.
ფაილები
საიტის ყველა ფაილი, თემები, პლაგინები და ატვირთული მედია.
მონაცემთა ბაზები
MySQL ბაზები და მათი კავშირი საიტთან, ახალ სერვერზე გამართული.
ელფოსტა
ელფოსტის ანგარიშები და, თუ ძველი ჰოსტინგი იძლევა, წერილებიც.
SSL და DNS
უფასო SSL ახალ სერვერზე და მკაფიო ინსტრუქცია Nameserver-ების შესაცვლელად.
როგორ მიმდინარეობს
- 1
აირჩიეთ პაკეტი
გააფორმეთ შეკვეთა კლიენტის პანელში, როგორც ჩვეულებრივ.
- 2
გახსენით ბილეთი
მიუთითეთ ძველი ჰოსტინგი და დომენები. წვდომას ბილეთში გადმოგვცემთ.
- 3
შეცვალეთ Nameserver-ები
როცა საიტს ახალ სერვერზე შევამოწმებთ, მოგწერთ. რჩება მხოლოდ Nameserver-ების შეცვლა.
ხშირი კითხვები
მართლა უფასოა?
დიახ. გადმოტანა უფასოა Web Hoster-ის ნებისმიერ პაკეტზე, დამატებითი საფასურის გარეშე.
საიტი გაითიშება გადმოტანის დროს?
არა. საიტი ძველ ჰოსტინგზე მუშაობს მანამ, სანამ ახალ სერვერზე ყველაფერს არ შევამოწმებთ. მხოლოდ ამის შემდეგ ცვლით Nameserver-ებს.
რამდენი დრო სჭირდება?
დამოკიდებულია საიტის ზომაზე და საიტების რაოდენობაზე. ზუსტ ვადას ბილეთში გეტყვით, სამუშაოს დაწყებამდე.
რა ტიპის საიტებს გადმოიტანთ?
WordPress და სხვა PHP საიტებს, ასევე cPanel ანგარიშებს. თუ საიტი სხვა ტექნოლოგიაზეა, ჯერ მოგვწერეთ და გეტყვით.
რა დაგვჭირდება თქვენგან?
წვდომა ძველ ჰოსტინგზე ან საიტის ბექაფი. წვდომის მონაცემები გადმოგვეცით მხოლოდ ბილეთით, არა ჩატით ან სოციალური ქსელით.
მზად ხართ გადმოსასვლელად?
აირჩიეთ პაკეტი და გახსენით ბილეთი. დანარჩენს ჩვენ გავაკეთებთ.