ელფოსტის შექმნა
- შედით cPanel-ში: კლიენტის პანელი → სერვისები → ჰოსტინგი → cPanel-ში შესვლა.
- გახსენით Email Accounts და დააჭირეთ Create.
- ჩაწერეთ მისამართი (მაგალითად info@თქვენიდომენი.ge), პაროლი და შეინახეთ.
წერილების ნახვა ბრაუზერში
გახსენით თქვენიდომენი.ge/webmail და შედით ელფოსტის მისამართით და პაროლით.
ტელეფონზე ან კომპიუტერზე დაყენება
cPanel-ში Email Accounts-ში ანგარიშთან დააჭირეთ Connect Devices. იქ ზუსტად წერია სერვერის მისამართი და პორტები თქვენი ანგარიშისთვის. ჩვეულებრივ ეს არის:
- შემომავალი (IMAP): პორტი 993, SSL
- გამავალი (SMTP): პორტი 465, SSL
- მომხმარებელი: სრული ელფოსტის მისამართი
iPhone-ზე და Outlook-ზე იქვე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ მზა პროფილი, რომელიც ყველაფერს თავად ჩაწერს.
წერილები spam-ში ხვდება? გახსენით ბილეთი და SPF და DKIM ჩანაწერებს გადავამოწმებთ.