- შედით cPanel-ში და გახსენით WordPress Toolkit.
- დააჭირეთ Install, აირჩიეთ დომენი და ჩაწერეთ საიტის სახელი, ადმინის მომხმარებელი და პაროლი.
- ინსტალაციის შემდეგ ადმინ პანელი გაიხსნება მისამართზე თქვენიდომენი.ge/wp-admin.
იმავე Toolkit-იდან შეგიძლიათ WordPress-ის, თემების და პლაგინების განახლება და საიტის ასლის შექმნა.
რჩევა: ადმინის მომხმარებლად ნუ გამოიყენებთ "admin"-ს და პაროლი ძლიერი იყოს.