უფასო SSL სერტიფიკატი შედის ყველა პაკეტში და ყველა თქვენს დომენზე ავტომატურად დგება და ახლდება.
როდის ჩნდება
სერტიფიკატი ავტომატურად გამოიცემა, როცა დომენი უკვე ჩვენს სერვერზე მიუთითებს (იხ. Nameserver-ების სტატია). ჩვეულებრივ ეს რამდენიმე საათში ხდება.
საიტი ყოველთვის https-ით რომ გაიხსნას
- cPanel-ში გახსენით Domains.
- დომენთან ჩართეთ Force HTTPS Redirect.
WordPress-ზე დამატებით შეამოწმეთ Settings → General: ორივე მისამართი https://-ით უნდა იწყებოდეს.
ბრაუზერი წერს, რომ საიტი დაცული არ არის
ჯერ დარწმუნდით, რომ Nameserver-ების ცვლილებიდან 24 საათი გავიდა. თუ პრობლემა რჩება, გახსენით ბილეთი და სერტიფიკატს ხელახლა გამოვცემთ.